|
2026-08-06 19:33:54, 705 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის [Georgian Water and Power] განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციისას, "თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია". ჯივიპის განცხადებით, მანქანაში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რაზეც მოკვლევა მიმდინარეობს. "რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი. ჯივიპის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს". - ნათვქმია კომპანიის განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)