|
2026-08-05 17:16:03, 604 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით „გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-13 ყრილობა. საეტაპო ყრილობა იყო, ვინაიდან პარტია გადადის მოდერნიზაციაზე, განახლებაზე. იცით, რომ რამდენიმე ახალი ინიციატივაა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ შორის რეფორმების საბჭოს შექმნაზე ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, მათ შორის იქმნება გუნდი რომელიც დადებს სტრატეგიას პარტიის რეფორმირების და უახლოესი 6 თვის განმავლობაში პარტია ამ დოკუმენტს მიუბრუნდება ახალ ყრილობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის საქმიანობის წარმართვისთვის და ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები, პოზიციები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით. მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა, ყრილობაზე წარდგენილი იყო პოლიტსაბჭოს მინიმუმ 15 წევრის მიერ სხვადასხვა კანდიდატები ამ მმართველ საბჭოში, თუმცა საბოლოო ჯამში ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა რიგით პოლიტსაბჭოს წევრად. ამ ეტაპზე, მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი“, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)