22:28 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 15:46:46, 569 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე

ჩვენს ქვეყანაში აგენტურას პერსპექტივა ვერ ექნება, აგენტურაში რა შიდა დინებები იქნება და რომელ სერიალს თუ სეზონს შემოგვთავაზებენ, უკვე ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“, თავიანთ პატრონებთან ერთად, საკუთარი თავი 2024 წლის არჩევნებზე დაასრულა.

„ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა – ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე, თუ ვინ გახდება განულებული პარტიის ე.წ. თავმჯდომარე. „ნაცმოძრაობამ“, თავიანთ პატრონებთან ერთად, საკუთარი თავი 2024 წლის არჩევნებზე დაასრულა, როცა დიდი სიცრუის კორიანტელში რაღაცა დოზით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და 60 მანდატი მოიპოვეს. გახსოვთ, როგორ მოექცნენ მოტყუებით აღებულ მანდატებს. მათ პარტიის შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი, ვინ უნდა იყოს მმართველ პოზიციაზე და როგორ იმუშაონ რეგიონში თუ ქალაქში? რეგიონში, ქუჩაში და უბანში ვერ გადიოდნენ, საარჩევნო კამპანიას ბრიუსელში სხვადასხვა ადმინისტრაციის დერეფნებსა და თავიანთი პატრონების თანაშემწის, მდივნის, დამხმარის ოთახთან ატარებდნენ. კარგად გვახსოვს, რომ გადამდგარ მერს თუ ყოფილ პოლიტიკოსებს ხვდებოდნენ. მათი პარტიული ტელევიზიები კი კვირიდან-კვირამდე აგენტურისთვის რაღაც საკენკის შექმნას ცდილობდნენ. კარგია, რომ აგენტურა ასე დაიბნა, მაგრამ ალბათ პატრონებისგან დავალება არ აქვთ მიღებული, თავმჯდომარე ვინ იყოს და რამდენიმე თვით მიშვებული არიან თავიანთ ნებაზე, რომ პატრონებს დაანახონ, რისი გაკეთება შეუძლიათ“, – განაცხადა კირცხალიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics