|
2026-08-05 11:58:16, 680 ნახვა
პოლიტიკა
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს. 2025 წლის 27 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ ცნობა რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზეა გამოქვეყნებული. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სრულყოფა, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის, აფხაზეთის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის ამაღლების“ ხელშეწყობა. ფინანსური დახმარების სახსრები შეიძლება მიიმართოს განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და კულტურის სფეროებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდაზე. „ასევე დადგენილია, რომ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის კუთვნილი მედიკამენტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება“, - წერს „რია ნოვოსტი“. აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ცნობით, რუსული ფინანსური დახმარებიდან 2026 წელს 6 მლრდ რუბლის (დაახლოებით 74 მლნ დოლარი) გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 4.5 მლრდ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, 1.3 მლრდ რუბლი საბიუჯეტო ინვესტიციებს, ხოლო 0.2 მლრდ ეკონომიკის დარგების მხარდაჭერას მოხმარდება. დასრულდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირება - პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება აფხაზეთთან „სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)