|
2026-08-05 11:51:01, 680 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელების შემდეგ, თიბისიმ მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, Global Finance-მა თიბისი დააჯილდოვა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. თიბისის ჯილდოები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში:
ამავე ნომინაციებში, თიბისი საქართველოს მასშტაბითაც საუკეთესოდ დასახელდა. ჯილდოები თიბისის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული ინოვაციური პროექტებისთვის გადაეცა, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, საბანკო პროცესების გამარტივებასა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის ზრდას ემსახურება. 2026 წელს, ეს თიბისის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-მა თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა; ხოლო წლის განმავლობაში, ბანკმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო სამომხმარებლო გამოცდილების, ინოვაციებისა და თიბისის მობაილბანკის მიმართულებით. ეს აღიარებები ადასტურებს, რომ თიბისი თანმიმდევრულად ნერგავს ინოვაციებს და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გახადოს. Global Finance-ის AI in Finance Awards იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებენ სამომხმარებლო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარებისთვის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)