|
2026-08-05 11:20:53, 527 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. „ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით“, - განმარტავენ სამინისტროში. მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე:
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)