|
2026-08-03 18:36:00, 1090 ნახვა
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა უბედური შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა უთხრეს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყვიტეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)