|
2026-08-03 17:49:46, 945 ნახვა
ეკონომიკა
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
საქართველოს ბანკი ინდმეწარმეების მხარდაჭერასა და წახალისებას განაგრძობს. ამ მიზნით, 1 აგვისტოდან დაიწყო გათამაშება, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით, გაგრძელდება და იმდმეწარმის სტატუსის მქონე მომხმარებლებს 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას მისცემს. კამპანიის მთავარი უპირატესობა მონაწილეობის მარტივი მექანიკაა - მომხმარებელს გათამაშებაში ჩასართავად ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მხოლოდ ერთხელ შესვლა სჭირდება. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში ავტორიზაცია არ გაუვლიათ. გათამაშება 4 შუალედურ და ერთ ფინალურ ეტაპად გაიმართება. ყოველ შუალედურ გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება და საპრიზო ფონდი 12 500 ლარი იქნება: I ადგილი - 7 000 ლარი, II ადგილი - 3 000 ლარი, III ადგილი - 2 500 ლარი. ოთხი შუალედური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდს, გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილი - 25 000 ლარი, II ადგილი - 15 000 ლარი, III ადგილი - 10 000 ლარი. შუალედური გათამაშებები გაიმართება ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე, ხოლო ფინალური გათამაშება - 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე. აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბანკი ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფასურს სრულად დააქეშბექებს, რეგისტრირებულ პირებს კი გათამაშებაში ჩართვაც შეეძლებათ. დეტალური პირობების გასაცნობად და გათამაშებაში ჩასართავად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)