|
2026-08-03 14:11:33, 1087 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის, უბრალოდ, მეტი სალაპარაკო არ აქვთ და შეუძლიათ, გაერთონ ამაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ამბობს: „დავინახე „ოდისევსის“ ღრმა შინაარსი, პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, მისი ხელის მთხოვნელები – „ოპოზიციონერები“, პენელოპას მე უფრო შევესაბამები, ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ამას შეეწიროს“. ბარამიძის თქმით, ვისაც არ წაუკითხავს ჰომეროსი ან ბერძნული ლიტერატურა, ეს მისი პრობლემაა. „რეალურ ისტორიაში, მითოლოგიაში სხვადასხვა გმირია, რომლებიც ჩვენ ხშირად არგუმენტად მოგვყავს და ამაში გასაკვირი არაფერია. ვისაც არ წაუკითხავს ჰომეროსი ან ბერძენი ავტორები, ეს მისი პრობლემაა. თუ არ აქვს რაღაცის გააზრების უნარი, მისთვის შეიძლება, უცხო იყოს. პრეზიდენტი სააკაშვილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ადამიანი, ფაქტია, ქვეყანა შექმნა არარსებული სახელმწიფოდან, სადაც არ იყო დენი, წყალი, პენსია, ჯარს არ ჰქონდა ხელფასი. სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, რომელზეც მსოფლიო ბანკი ამბობდა, რომ ნომერ პირველი რეფორმატორია მსოფლიოში, ნომერ პირველი მებრძოლია კორუფციასთან. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, როგორი იყო კრიმინალის დონე „ვარდების რევოლუციამდე“ და სააკაშვილის დროს როგორ დავიწყეთ ბრძოლა კრიმინალთან. ჩვენ გადასახადები 60 პროცენტით დავწიეთ და იმის გამო, რომ უკვე ჩინოვნიკების ჯიბეში აღარ მიდიოდა ფული, ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ჩამოყალიბდა თანამედროვე ჯარი, საბაჟო, შეიქმნა იუსტიციის სახლები და შემცირდა კორუფციაც. ამ ვითარებაში, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსაზრებები გამოთქვას და პარალელები გაავლოს, ამაში გასაკვირი რა არის? უბრალოდ, მეტი სალაპარაკო არ აქვთ და შეუძლიათ, გაერთონ ამაზე. პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის“, – აღნიშნა ბარამიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)