|
2026-08-02 17:31:13, 1268 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
ოპოზიცია მთლიანად მოშლილია. ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე, ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი. „ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)