|
2026-07-31 19:42:21, 1837 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებისა და მათი ბიზნესების განვითარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და EFSE-ის პარტნიორობით, Business 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართა. შეხვედრას გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ნანა აბურჯანიძე უძღვებოდა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები და გაყიდვების თანამედროვე მიდგომები განიხილეს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, მიდგომები და ტაქტიკები ბოლო წლებში, რა მოთხოვნებია თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების გუნდის კომპეტენციებისა და უნარების კუთხით და რა როლს ასრულებს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მონაწილეებმა ადგილობრივი და გლობალური ბრენდების მაგალითები განიხილეს, ერთმანეთს სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარ ბიზნესებთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები დასვეს. ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს — ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)