|
2026-07-31 13:56:24, 859 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად კამპანიას იწყებენ, სახელწოდებით - ემიგრანტის ხმა. კამპანიის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ ისაუბრა. პარტიები იწყებენ მზადებას საკონსტიტუციო სარჩელისთვის, რათა ემიგრანტებს არჩევნებში ხმის უფლება დაუბრუნდეთ. "კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი პროექტი და კამპანია, ემიგრანტის ხმა, უკვე ძირითად ფაზაშია. ქართველ ემიგრანტებს, 2025 წელს რეჟიმმა ჩამოართვა საარჩევნო ხმის უფლება. 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებში ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13.4% ხმა ჰქონდა ქართულ ოცნებას, ხოლო პარტიულ რიგითობაში მე-4 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ, ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება ჩამოართმევდა ემიგრანტებს ხმას, იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოისყიდა, ვერ გატეხა, ვერ შეაშინა და მათ თავისუფალ გარემოში შეეძლოთ თავისუფლად დაეფიქსირებინათ არჩევანი. ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა არის კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ღალატი იმ ადამიანების, ვინც ქართული ეკონომიკის და სახელმწიფოს მთავარი კონტრიბუტორია. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და ემიგრანტები ვიწყებთ კამპანიას - "ემიგრანტის ხმა" და გვინდა, რომ საბოლოო ჯამში შესრულდეს ის მთავარი მოთხოვნა, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს: 1: დაუბრუნდეთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
2: შეიქმნას ის ინფრასტრუქტურა, რაც ქართველ ემიგრანტებს მისცემს თავისუფლად საკუთარი საარჩევნო უფლების გამოხატვის შესაძლებლობას ერთის მხრივ, შემოგვიერთდით ჯგუფში "ემიგრანტის ხმა" და ასევე, ჩვენ გვჭირდება ბევრი ემიგრანტის ხელმოწერა პეტიციაზე, რათა საბოლოო ჯამში, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელით, ცხადვყოფთ და დავამტკიცოთ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლება არის მნიშვნელოვანი, კონსტიტუციასთან შესაბამისი და ასევე, ქართველებს, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, უნდა ჰქონდეთ სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - თქვა თენგო თევზაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)