|
2026-07-29 17:43:08, 866 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი ჰლუნ სოლო სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, 27 წლის ტაილანდელი მოგზაური და ცნობილი იუტუბერი ბავორნტატ პენგსუკი (ჰლუნ სოლო) გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა კაცი სასტუმროში დაახლოებით ორი კვირის წინ გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ჰლუნ სოლოს ოჯახი საზოგადოებას აქტიურად სთხოვდა დახმარებას მის პოვნაში. მათი თქმით, ტაილანდელ იუთუბერთან კავშირი 13 ივლისს გაწყდა, რის შემდეგაც ის საქართველოში მარტო მოგზაურობისას გაუჩინარდა. ტაილანდურმა მედიამ ძებნის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ მათი დიპლომატიური მისიები ქართველ სამართალდამცავებთან და ტაილანდელ მოხალისეებთან ერთად მუშაობდნენ ახალგაზრდისა და მისი ადგილმდებარეობის დასადგენად. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, რათა დამატებითი დეტალები გაირკვეს იმის შესახებ, თუ როდის ეცნობა ოფიციალურად ტაილანდის მხარეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)