|
2016-04-06 14:21:39, 830 ნახვა
სამართალი
გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმის განხილვა 17 მაისამდე გადაიდო
გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო 17 მაისამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა - ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება არ დააკმაყოფილა. საქმის მასალები 9 ტომისგან შედგება, რის გასაცნობად დაცვის მხარეს ვადა 17 მაისამდე აქვს. შეგახსენებთ, რომ პირველი განცხადება ბრალდებულმა კვე გააკეთა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და დაინტერესებულია ჭეშმარიტების დადგენაში. მისივე თქმით, სასამართლოსთან ითანამშრომლებს. კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. დგებუაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება. ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა. გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)