|
2016-04-05 18:47:03, 1503 ნახვა
რეგიონი
ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობით სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა.მათივე ცნობით, აღნიშნულ ადგილებში წყლით მომარაგების სისტემა აქამდე არ არსებობდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა ასევე ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში მიმდინარე სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც დაგეგმილია საფეხბურთო, ასევე კალათბურთისა და ფრენბურთის სტადიონების მოწყობა, რომლის განხორციელებისთვისაც 462 190 ლარია გათვალისწინებული. დასასრულს, არჩილ ხაბაძე ქობულეთის ავტო და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო რკინა-ბეტონის ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით. გზის სავალ ნაწილზე კი დაიგო ბეტონის საფარი, ხოლო ბორდიურებზე და ტროტუარებზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე ზოლი და განათება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ჯი-ლაინი" აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 528 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)