|
2026-07-12 12:42:26, 1702 ნახვა
საზოგადოება
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის შედეგად მიყენებული ზარალი წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ დიდი იქნება. "წუხელ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა თელავში ხევები, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება შეიქმნა აგრარული ბაზრის მიმდებარედ - იქაც დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაციაა. უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ ვიდრე მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, იქამდე ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია". - თქვა კალმახელიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)