|
2026-07-06 21:04:27, 1790 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა - 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები. 6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. 2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითიც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა. „თეგეტა მოტორსი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ინოვაციური ემიტენტია. კომპანიასთან ერთად ბაზარზე განვათავსეთ პირველი ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, პირველი ლარში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, პირველი ამორტიზებადი სტრუქტურის მქონე ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც სწორედ ჩვენს პარტნიორობას უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლე - ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციები. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს ბაზრისთვის ინოვაციური ტრანზაქციები და მხარი დაუჭიროს წამყვან ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მათ საჭიროებებზე მორგებული კაპიტალის ბაზრის გადაწყვეტილებებით. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ხუთ კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 8 ტრანზაქციის ფარგლებში 365 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას - ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი წილი 73%-ია“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ობლიგაციების მორიგმა ემისიამ ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6-თვიანი ტრანშის განთავსებით ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაცია გამოვუშვით, ხოლო 2-წლიანი ტრანშის კუპონი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა მაღალ ნდობას „თეგეტა მოტორსის“ მიმართ. მოზიდული სახსრებით არსებული ობლიგაციების რეფინანსირება მოვახდინეთ და დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური ტრანზაქცია განვახორციელეთ, რითიც „თეგეტამ“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, - ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)