|
2026-07-03 17:26:16, 3434 ნახვა
პოლიტიკა
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
ALDE (ევროპული პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) ვენაში დაგეგმილ კონფერენციაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გეგმავს. პარტიამ „დროა!“ წარადგინა დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ფართო რეგიონი რუსეთის გავლენას ამცირებს, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მთავრობა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის უკანასკნელ დასაყრდენად და სატელიტად აქცია“. ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ. შეშფოთება გამოითქვა პოლიტიკოსებისა და მომიტინგეების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო. ამ კონტექსტში, დოკუმენტში ნახსენებია ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, „დროა!“ პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების, ასევე „ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქსელების“ მიმართ. პოლიტიკური ალიანსი რეკომენდაციას უწევს „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო გამიჯვნის შენარჩუნებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას. ALDE-ს რეზოლუციის მიღება საქართველოს შესახებ 4 ივლისს არის დაგეგმილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)