|
2026-07-02 12:14:10, 1897 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რუსეთი საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლები, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოსკოვის განცხადებით, დისკუსიების მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა ჟენევის ფორმატში, რომელიც, რუსეთის შეფასებით, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.
ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეხვედრების დასრულების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა თქვა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ხელს საქართველო უშლის.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)