|
2026-06-30 14:25:42, 785 ნახვა
საზოგადოება
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას მკვლევრებმა თამარ მეფის იშვიათი მონეტა, თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის ფიგურები აღმოაჩინეს. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენები ამბერდის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს გაკეთდა. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა თამარ მეფის გამოსახულებიანი მონეტა. არქეოლოგების შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხრეთ კავკასიაში შუა საუკუნეების ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც ციხესიმაგრის შიდა თავდაცვით კედელთან იყო დაკრძალული. სპეციალისტების თქმით, ჩონჩხის დაახლოებით 90% ადგილზეა შემონახული და მხოლოდ ხელის თითების ძვლები აკლია. კბილების მდგომარეობის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი იყო. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშ „თამას“ ფიგურები. მკვლევრების შეფასებით, ეს არტეფაქტები ციხესიმაგრის მცხოვრებთა ყოველდღიური ცხოვრების, მათ შორის გართობისა და დასვენების შესახებ იშვიათ ცნობებს იძლევა. ამბერდის ციხესიმაგრეზე არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენები შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის ისტორიის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)