|
2026-06-24 11:31:44, 1353 ნახვა
სამართალი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე. მისივე განმარტებით, სპეციალიზებული პროკურორები იმ არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, უპირატესობას სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს ანიჭებდნენ, რომელიც 905 ბრალდებულზე გავრცელდა. „საჯარო ინტერესის პარალელურად, პროკურატურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბავშვის მხარდაჭერა რთული ქცევის დაძლევაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრება ნასამართლობის გარეშე განაგრძოს. 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 (65%) არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას, 2025 წელს არასრულწლოვანთა მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებების საერთო რაოდენობიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 31,8% შეადგინა (განრიდებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით კი მონაცემი 9,8%-ია), პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი კი - 25,1%. საქმეთა საერთო რაოდენობაში 13,1%-ს შეადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი" - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)