|
2026-06-23 14:31:01, 1740 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიური ბანკია საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი უკვე მე-12-ედ დაასახელა. ჯილდო ბანკს EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც ლატვიაში, რიგაში გაიმართა. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის - ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. პროგრამის ფარგლებში, EBRD პარტნიორ ბანკებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობას უჭერს მხარს და ბიზნესებს გლობალურ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება. პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ბანკებს, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად მუშაობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. წელს EBRD-მა ყველაზე აქტიური ბანკის ნომინაციაში 22 ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი დააჯილდოვა. „EBRD-ის ჯილდო თიბისისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ბაზარზე. 45%-ზე მეტი წილით ვაჭრობის დაფინანსებაში პირველები ვართ, რაც ჩვენი მომხმარებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შედეგია. 1000-ზე მეტ კლიენტს ვთავაზობთ თანამედროვე და მოქნილ ფინანსურ სერვისებს, რომლებიც მათ საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ გზით, ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)