|
2016-04-04 20:03:31, 1175 ნახვა
სხვადასხვა
ოთარ დანელია ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მესაქონლეობის ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოში მეცხოველეობის დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა იყო. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უწყების მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ყურადღება ვაქცინაციის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის - სასაკლაოების მოწყობის, სადაც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა, ცხოველთა გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მშენებლობაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეცხოველობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხი და ყურადღება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)