|
2026-06-16 08:45:43, 1568 ნახვა
მსოფლიო
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
„როიტერსს“ ინდუსტრიის ორი წყაროს ცნობით, „ტატნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „TANECO“-მ 12 ივნისიდან ნავთობგადამუშავება სრულად შეაჩერა, უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) თავდასხმის შემდეგ. მათი თქმით, თავდასხმის და შემდგომი ხანძრის შედეგად, „ტატნეფტის“ უდიდესი, ნედლი ნავთობის გადამუშავება შეჩერდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ორივე ძირითად ბლოკში: AVT-6-ში, რომლის სიმძლავრე დღეში 20,000 ტონაა (ქარხნის სიმძლავრის 45%) და AVT-7-ში, რომლის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 23,000 ტონაა. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი „TANECO“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჰიდროკრეკინგის, კატალიზური კრეკინგის და დაყოვნებული კოქსინგის ბლოკებით გამოირჩევა. ინდუსტრიის წყაროების ცნობით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრამდე, „TANECO“-მ გადაამუშავა 17 მილიონი ტონა ნავთობი, წარმოადგინა 2.7 მილიონი ტონა საავტომობილო ბენზინი, 8.5 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 1.3 მილიონი ტონა ნავთობკოქსი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)