|
2016-04-04 16:54:07, 1251 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო: ცეცხლს მანამდე არ შევწყვეტთ, სანამ ყარაბაღიდან სომხური ჯარი არ გავა
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ სომხეთი გაერო–ს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციას შეასრულებს და რეგიონიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმეთ გაჯიევმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა 3 აპრილს კეთილი ნება გამოავლინა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, სომხურმა ძალებმა ფრონტისპირა სოფლების დაბომბვა გააგრძელეს. "აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მთავარი მიზეზი სომხური ძალების ოკუპირებულ ყარაბაღში ყოფნაა. ცეცხლი მანამდე არ შეწყდება, სანამ ყარაბაღში სომხეთის საოკუპაციო ჯარი დგას", – აღნიშნა გაჯიევმა. შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)