|
2026-06-11 16:26:19, 2292 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
PSP-ს კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კრეატიული და სარეკლამო ფესტივალის - Cannes Lions International Festival of Creativity-ს ორი განსაკუთრებული ჯილდოს, Glass: The Lion for Change-ის და The Titanium Lions-ის ფინალისტებს შორის დასახელდა. Glass და Titanium კანის ფესტივალის ყველაზე გამორჩეული ნომინაციებია, სადაც ყოველწლიურად მხოლოდ ის ნამუშევრები ხვდებიან, რომლებიც არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ კულტურული, საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გავლენითაც გამოირჩევიან. Glass: The Lion for Change აჯილდოებს ნამუშევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეალურ სოციალურ ცვლილებებს და რომელთა იდეის გავლენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი კრეატიული შესრულება. The Titanium Lions კი Cannes Lions-ის უმაღლეს აღიარებებს შორისაა. აქ ხვდებიან ნამუშევრები, რომლებიც ცვლიან ინდუსტრიის წესებს, ქმნიან ახალ სტანდარტებს და განსაზღვრავენ, თუ როგორი შეიძლება იყოს ბრენდის კომუნიკაციის მომავალი. The Titanium-ის შორთლისტი ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და გავლენიან ნამუშევრებს აერთიანებს. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაა, რომელიც სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიად იქცა. Cannes Lions-ის 2026 წლის საუკეთესო ნამუშევრები, მათ შორის Glass: The Lion for Change-ისა და The Titanium Lions-ის გამარჯვებულები, 26 ივნისს, ფესტივალის დასკვნით ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)