10:59 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 15:25:57, 932 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

ამის შესახებ განცხადება დღეს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ნატოს სტრატეგიული ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას  თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მხარეებმა თავდაცვის უწყებასა და ნატოს ცენტრს შორის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს ვარშავის სამიტის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური როლი იყო. საუბარი შეეხო ასევე, რუსეთის მიერ საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომს.

როგორც შოთა ღვინერიამ აღნიშნა, ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში სამ ძირითად მიმართულებაზე მიდის მუშაობა - როგორ გაძლიერდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად; ახალი გზების გამონახვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება.

„სამივე მიმართულებაზე ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ძალიან მკაფიო დავალება გასცა დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრების დროს, რომ უნდა მოხერხდეს კონკრეტული სამუშაო გეგმების დადება და განხორციელება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ნატოს და საქართველოს მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება იმ ანტიდასავლური პროპაგანდის და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული რბილი ძალა ახორციელებს დღეს საქართველოში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.  

დაგეგმილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში ქართველი სახელმწიფო მოხელისთვის გამოყოფილი იქნება ადგილი, რომელიც ნატო-საქართველოს შორის სტრატეგიულ კომუნიკაციებში ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics