|
2016-04-04 15:06:55, 2622 ნახვა
Lifestyle
თბილისის ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს
თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის Facebook პროფილი გატეხეს. ამის შესახებ ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსი მზია შარაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, გატეხილია თბილისის ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალური გვერდიც. „SOS!!! ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის Facebook პროფილი და ყველა, ვინც თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდს ვმართავდით, დაგვბლოკეს. ამჟამად ზოოპარკის გვერდს ჩვენ არ ვმართავთ, ასე რომ, დღეიდან, ვიდრე პრობლემის მოგვარებამდე, თუ რამე დაიდება, იცოდეთ, რომ პოსტები ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან წვდომა არ გვაქვს გვერდზე. იმედია, ბოროტი, მაგრამ მაინც ხუმრობაა, ყველაფერი მალე მოგვარდება და დავიბრუნებთ ჩვენს საყვარელ გვერდს“, - წერს მზია შარაშიძე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)