10:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 14:04:11, 866 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ნორვეგიის პირველ ქალ ადმირალს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, კონტრადმირალ ლუიზ დედიქენს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა თანამშრომლობისა და  რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.  ასევე ისაუბრეს საქართველოს ლოგისტიკური მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე.

 „განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე; საქართველო მზად არის, აღმოუჩინოს ყოველგვარი ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო დახმარება პარტნიორებს, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. ამდენად, ეს მიმართულება, რომელიც ისედაც ვითარდება საქართველოში, კიდევ უფრო მეტ იმპულსს შეიძენს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ურთიერთობები კიდევ უფრო გაამყარებს ამ ცოდნასა და შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

 „ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიას აკავშირებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით ახალი იდეებიც დაიბადა, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა და გაცვლითი სასწავლო ვიზიტები“, - განაცხადა კონტრადმირალმა.

ლუიზ დედიქენი ნორვეგიაში პირველი ქალია, რომელსაც  ადმირალის წოდება მიენიჭა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics