|
2026-06-03 11:56:28, 4259 ნახვა
რეგიონი
რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს
რუსეთი სომხეთს დროებით შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ბროწეულისა და ჩირის იმპორტზეც უწესებს. აკრძალვა შეეხება ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტსაც. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ახალი შეზღუდვები 3 ივნისიდან ამოქმედდება. შეზღუდვები ნაწილობრივ შეეხება სომხური თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტსაც. შემოწმების შემდეგ, თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა რუსეთში მხოლოდ 2 სომხურ კომპანიას შეეძლება. იქამდე, რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აკრძალვა ვრცელდება ალუბალზე, ბალზე, გარგარზე, ქლიავზე, ატამზე, ვაშლატამასა და ყურძენზე. ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა უწყებამ სომხეთიდან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანაც შეზღუდა. მათ შორისაა მარწყვი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და წიწაკა. გარდა ამისა, რუსულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდა სომხური კონიაკისა და ღვინის რამდენიმე ბრენდსაც - ასევე მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს. შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ სავაჭრო შეზღუდვებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს. შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს სომხეთში მოახლოვებულ არჩევნებზე. კრემლმა ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)