|
2015-02-19 11:47:38, 1844 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას მოითხოვს
ექსპორტის წახალისების მექანიზმები მოკლევადიანი ეფექტის მომტანი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები არის ის, რომ ორშაბათს, სავალუტო ფონდის მისიასთან შედგება შეხვედრა, სადაც ინფრასტრუქტურული, ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას განიხილავენ. კერძოდ, მინისტრის თქმით, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას მოითხოვენ. „ექსპორტის წახალისების მექანიზმები არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ვღებულობთ გახლავთ ის, რომ ორშაბათს გვექნება სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული, ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას. ანუ, ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა დამტებითი ინვესტიცია განვახორციელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინფრასტრუქტურული და რეგიონული მართვის სამინისტროს კუთხით. ეს არის ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)