|
2026-05-29 14:13:05, 3487 ნახვა
პოლიტიკა
მარკ რუტე: რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე რუსეთის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. მარკ რუტეს განცხადებით, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი დაარწმუნა, რომ NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს მთელ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. მან თქვა, რომ "გუშინ ღამით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი უკანონო აგრესიის შედეგები საზღვრებით არ იზღუდება". მარკ რუტეს თქმით, NATO გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. *** რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალატი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)