14:53 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 17:24:17, 3177 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოსა და მოლდოვიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით იდიოტურია.

„მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, - განუცხადა ლავროვმა რუსულ მედიას კალასის ინიციატივასთან დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას.

ცნობისთვის, კაია კალასმა დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რადგან რუსეთს უკრაინის არმიისთვის შეზღუდვის დაწესება სურს, ეს მოსკოვისთვის მსგავსი მოთხოვნის წაყენებაში უნდა აისახოს. ამასთანა, მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს. „არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ - მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, - განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics