|
2026-05-19 13:43:40, 4183 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
ბაზისბანკისა და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობით, ქართულ სამედიცინო სფეროში უახლესი გლობალური მიღწევების დანერგვა აქტიურად გრძელდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლინიკამ ულტრათანამედროვე აპარატურა, მათ შორის მინიმალურ-ინვაზიური, რობოტული ქირურგიის ტექნოლოგია დანერგა, რაც მნიშვნელოვან პროგრესს აძლევს ქვეყანაში ქირურგიული და სარეაბილიტაციო მიმართულებებს. ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა ის ფუნდამენტია, რომელსაც ბაზისბანკის და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა ეყრდნობა. „ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომლის გარშემოც უკვე 11 წელია ინოვა ერთიანდება და უამრავ პაციენტს ეხმარება. ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარებაა, ვნერგავთ თანამედროვე მედიცინის გლობალურ მიღწევებს და ახალ საფეხურზე აგვყავს ქირურგიული თუ სარეაბილიტაციო მიმართულებები. რობოტული ქირურგიის დანერგვაც სწორედ ამ პროგრესის დასტურია, რაც ხელს უწყობს ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს, გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და უსაფრთხო. ამ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანდო პარტნიორს, რომელიც აფასებს პროგრესს და ცდილობს, მუდამ მიჰყვეს მას. ინოვაში ულტრათანამედროვე აპარატურა სწორედ ბაზისბანკის მხარდაჭერით დაინერგა, რამაც საშუალება მოგვცა, მედიცინის უახლესი მიღწევები კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.“ - ინოვას ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ნინო სიგუა. „ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტების დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ინოვას მსგავს მსხვილ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს წვდომა უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე. ჩვენთვის პარტნიორობა მხოლოდ ფინანსური დასაყრდენი არ არის. ეს არის ორმხრივი ნდობა და საერთო მიზანი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.“ - ბაზისბანკის კორპორატიული ჯგუფის უფროსი, ლევან გიორგაძე. ბაზისბანკის და ინოვას პარტნიორობის ვიდეო ისტორია
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)