|
2026-05-19 09:43:26, 9774 ნახვა
სხვადასხვა
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
ბელგიური გამოცემები Bruxselles Today და La DH წერენ რომ ქართულმა ოჯახმა ბრიუსელის სენ ჟილის ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა. ბელგიური მედიის ცნობით, ისტორიული შენობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეიძინა. 1906 წელს აშენებული შენობა გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, რომელიც აერთიანებს Art nouveau-ს, Art déco- სა და მავრიტანულ სტილს. ბელგიური გამოცემის ცნობით, უძველესი თეატრის შენობა ხაზარაძეების ოჯახმა გადაიბარა და მის განახლებას გეგმავს. „Aegidium ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ისე, რომ შევუნარჩუნოთ სული“, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე. პროექტის დეტალები და განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის. ბელგიურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ქართული ღონისძიებები ამ შენობაში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა, როდესაც Aegidium-ი ჯერ კიდევ Diamant Palace-ის სახელს ატარებდა. Aegidium ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, თუმცა წლების განმავლობაში მივიწყებული არქიტექტურული მარგალიტია, რომელიც ბელ დეპოკის (Belle Époque) ეპოქის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. შენობა მდებარეობს სენ-ჟილის (Saint-Gilles) რაიონის ცენტრში და ცნობილია თავისი უნიკალური, ეკლექტიკური ინტერიერით, სადაც რამდენიმე განსხვავებული ეპოქა და სტილი ერწყმის ერთმანეთს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)