|
2026-05-14 14:44:24, 3683 ნახვა
ეკონომიკა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას IT მიმართულებით . ამჯერად, თიბისი IT აკადემია მსურველებს მთელი საქართველოდან სთავაზობს 2 უფასო კურსს: GetData და Quality Engineering & Test Automation. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ რესურსად იქცა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და მათზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, თიბისი IT აკადემიამ თიბისის Data გუნდთან თანამშრომლობით შექმნა GetData პროგრამა, რომელზეც მიღება უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიდან 10 სტუდენტი უკვე თიბისის თანამშრომელია. რაც შეეხება Quality Engineering & Test Automation კურსს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ხარისხის ინჟინერია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიად ითვლება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების გამართულ მუშაობას, შეცდომების დროულ აღმოჩენასა და პროცესების ავტომატიზაციას. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება თიბისი IT აკადემიაში უკვე მე-14-ედ მიმდინარეობს. პროგრამას ჯამში 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის 43% სწორედ IT აკადემიის კურსდამთავრებულია. თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მომავალს ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებას უკავშირებენ. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)