|
2016-04-02 18:05:08, 1210 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 50-მდე ჯარისკაცი დაკარგეს
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში შეტაკებისას 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, - ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლები ფრონტის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს. ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას აზერბაიჯანმა 12 სამხედრო მოსამსახურე, ერთი შვეულმფრენი და ერთი ტანკი დაკარგა. „ბრძოლისას 6 სომხური ტანკი, 15 საარტილერიო დანადგარი და ასი სამხედრო მოსამსახურე განადგურდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხურ პოზიციებზე ავიაიერიშისას მტერმა აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების 1 მი-24 ტიპის შვეულმფრენი ჩამოაგდო“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)