|
2026-05-08 18:36:37, 2661 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს. როგორც ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ის დარწმუნებულია, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება. „მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა პლატფორმასა და მედიაში აქტიურად განიხილება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრობლემა და ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი. არაერთი კითხვა დაისვა როგორც ჟურნალისტების და სხვა დაინტერესებული მხარის, ისე კოლეგების მხრიდან, რატომ არ გამოვთქვამ საჯაროდ ჩემს მოსაზრებას, როგორც ექიმი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, რომელსაც ჯანდაცვითი პროგრამების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, რადგან მჯერა, რომ ასეთი რთული, კომპლექსური და სენსიტიური საკითხები უნდა გადაწყდეს აკადემიური განხილვის, პროფესიული დიალოგის, ყველა მხარის ჩართულობით მოლაპარაკებებში და კონსენსუსის გზით, იმგვარად, რაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ დაავადების მქონე ბავშვების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური პოზიციისა, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ემპათია არ ჰქონდეს და არ სურდეს, რომ საქართველოში და საერთოდ მთელ მსოფლიოში ყველა ბავშვი თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებით. ამიტომ მსურს, „ფეისბუქპოსტით“ შევეხო ამ მეტად რთულ საკითხს და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და მოკრძალებული რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, იშვიათი დაავადებების მართვის პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო 30 - 40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უზარმაზარი განვითარება განიცადა თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა, გენომურმა ტექნოლოგიებმა, გენურმა ინჟინერიამ, ბიომედიცინამ, ბიოტექნოლოგიებმა, სინთეზურმა მოლეკულურმა ბიოლოგიამ და ზოგადად, პერსონალიზებულმა მედიცინამ. ამ ტექნოლოგიების საფუძველზე თანდათან და საკმაოდ სწრაფი ტემპით იქმნება ახალი მედიკამენტები, რომლებმაც იმედი ჩაუსახა მსოფლიოში არსებული 6 000–8 000-მდე იშვიათი დაავადებით მცხოვრებ მილიონობით მქონე პაციენტებსა და მათ ოჯახებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დაავადებების უფრო ეფექტიანი მართვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალური პერსპექტივაა, თუმცა ამას მეცნიერებაში უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს მედიკამენტები, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ჩნდება ბაზარზე, უკიდურესად ძვირია და ზოგჯერ მათი ღირებულება ასეულ ათასებსა და მილიონობით დოლარსაც აღწევს. ეს გვაყენებს მთავარი დილემის წინაშე: მედიკამენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორ გავხადოთ ის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყნები, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემები, წინასწარ უნდა ემზადებოდნენ ამ გამოწვევებისთვის. კარგად მახსოვს 1990-იანი წლების ბოლო პერიოდი, როდესაც სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და მიმდინარეობდა დისკუსია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ. იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტის ფონზე ძალიან განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა საღმა აზრმა და მთავარმა პრინციპმა, რომ უპირველესი ყოველთვის პაციენტია და დაიწყო დაახლოებით 20-მდე იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება. დღეს ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოებულია და, როგორც ვიცი, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონ ლარს აღწევს, რაც 1990-იან წლების ეროვნული ჯანდაცვის თითქმის მთელი ბიუჯეტის ტოლია. ბოლო წლებში დიუშენის დაავადებისა და აქონდროპლაზიის პრობლემებმა საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იშვიათ დაავადებებზე. მისასალმებელია, რომ აქონდროპლაზიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველა ჩართულ მხარეს. დიდი იმედი მაქვს, და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდება. აქვე მსურს წარმოვადგინო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ისე პაციენტების მშობლებისთვის, რომელთაც უწევთ მუდმივ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ცხოვრება, და რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ:
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)