|
2026-05-06 21:42:57, 7364 ნახვა
პოლიტიკა
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა "გზა, რომლითაც მან საქართველო საბოლოოდ მიიღო, რეალურად ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე ჯარის გაგზავნა. ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და, დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. არ ვიცი, ზუსტად როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, მაგრამ მან საკუთარი თავი ერთგვარ ალტერნატივად წარმოაჩინა და, სხვათა შორის, მის ხელისუფლებაში მოსაყვან კამპანიაში „ეფ-ეს-ბე“ ღრმად იყო ჩართული. საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი - ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი" | განაცხადა ბილ ბრაუდერმა
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)