|
2026-05-05 20:15:47, 4221 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
თბილისის სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა. ეს ინფორმაცია TV პირველს სასულიერო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. "კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მოწოდებულ მასალებზე, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე იობს განათლება დაუდასტურდა". - თქვა ლაშხმა. 5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიაში კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, "2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი" რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა. მისივე განცხადებით, სასულიერო აკადემიას მიმართეს, რომ მეუფე იობის განათლება დაედასტურებინათ. "მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება" - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 4 მაისს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)