|
2026-05-05 14:13:11, 4924 ნახვა
საზოგადოება
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
თიბისის მობაილბანკი The Digital Banker-ის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. Digital CX Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიიდან თიბისი 5 მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:
მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი საკუთარი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ თიბისიში ციფრული პროცესებზე წვდომა და სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა; ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი - გადახდები ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მომხმარებელს 500-მდე სერვისს სთავაზობს. გადახდების შესრულება შესაძლებელი გახდა ნებისმიერ დროს, წამებში, ხარვეზების გარეშე და ეს პროცესი ყოველდღიურად იხვეწება და მომხმარებელზე მორგებული ხდება. მნიშვნელოვნად გამარტივდა და უფრო სწრაფი გახდა მობაილბანკში რეგისტრაციის და ბარათების გაცემის პროცესი. სამუშაო პროცესებში მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით, მოსმენით, მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ციფრული გამოცდილების ახალი სტანდარტები, რამაც თიბისის არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. The Digital Banker საერთაშორისო მედია და კვლევითი პლატფორმაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება გლობალური ბანკინგ ჯილდოებია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. Digital CX Awards 2026-ის ოფიციალური გალა-დაჯილდოება სინგაპურში გაიმართა, სადაც თიბისის წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)