|
2026-05-04 19:53:54, 7885 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
ევროპელ ლიდერებთან საინტერესო საუბრები გვქონდა ყველა საინტერესო თემაზე - ამასთან კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც იგი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან. "ერევანში ორგანიზებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით", - აღნიშნავს კობახიძე. კობახიძე ამბობს, რომ საინტერესო საუბრები ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან. მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში იმართება ეს სამიტი. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს. ასევე, ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება, ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის - ამბობს კობახიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)