|
2026-05-04 18:09:15, 3279 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. 7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)