|
2026-05-04 18:04:05, 4420 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე უკვე 70-მდე უფასო კურსი ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ავითარებს ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ს, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მრავალფეროვან, სრულად დაფინანსებულ ონლაინ კურსებს სთავაზობს. Businesscourse.ge-ზე კურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ მათთვის სასურველ ტემპში. პლატფორმა ამ ეტაპზე 70-მდე კურსს აერთიანებს და მოიცავს ბიზნესსაქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას — ბიზნესგეგმის შედგენას, გაყიდვებს, მარკეტინგს, ბუღალტერიას, ადამიანური რესურსების მართვასა თუ ფინანსურ ანალიზს. Businesscourse.ge-ზე ხელმისაწვდომია ახალი კურსებიც, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, მათ შორის — „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, „მზის ენერგიის გამოყენება“, „პროდუქტის განვითარება“ და „ბიზნეს პროფაილინგი“. პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ტრენინგებსა და მასტერკლასებს სფეროს წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან. „ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსი. სწორედ ამიტომ ვავითარებთ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ამუშავებენ პრაქტიკულ კურიკულუმებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ, მიიღონ ცოდნა მათთვის მოსახერხებელ დროსა და ფორმატში“, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პლატფორმაზე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა. Businesscourse.ge საქართველოს ბანკის Business 360° ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის და მიზნად ისახავს ქვეყანაში მეწარმეობის გაძლიერებას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)