21:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 12:13:41, 8681 ნახვა

რეგიონი
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია ერევანში 4 მაისს გაიხსნა. ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება.

სამიტს ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან. საერთო ჯამში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოება დაახლოებით 50 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს.

ღონისძიებაზე განიხილება თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურული კავშირი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის შედეგებს.

სამიტის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, ასევე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების გაუქმების ცერემონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics