|
2026-05-04 10:43:55, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
რიგით მეორე "ერევნის დიალოგი 2026", 5-6 მაისს, ერევანში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დასრულებისთანავე გაიმართება. ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები და აკადემიური წრეები, მათ შორის იქნებიან "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი და თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი. ღონისძიების მიზანია მაღალ დონეზე დისკუსიების გამართვა იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშე დგას ევროპა და ჩვენი რეგიონი, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება და უპასუხოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ მწვავე გლობალურ პრობლემებს. წარმატებული ორი დიალოგის შემდეგ, წელს ერევნის დიალოგი მიზნად ისახავს სტრატეგიული საუბრების გაღრმავებას და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას სხვადასხვა გამოცდილების, სფეროსა და პასუხისმგებლობის დონის მქონე მონაწილეებს შორის. დიალოგის მიზანია დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებული მწვავე საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ ხელშესახები პროგრესის მიღწევა. წლევანდელი დიალოგის მთავარი თემები იქნება განახლებული სტრატეგიული კონკურენციის, ტრანსნაციონალური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაყოფების ეპოქაში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების როლი ქვეყნის განვითარებაში; რეგიონული კონფლიქტები, დიდი ძალების კონკურენცია და გეოპოლიტიკური დაძაბულობა; ევროკავშირის გაფართოება და დასავლური ინტეგრაცია; გლობალური დაკავშირებადობა, დემოკრატიული მედეგობა, ჰიბრიდული საფრთხეები და ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და უსაფრთხოების არქიტექტურა, აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში და სხვა. ერევნის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები "ჯერ საქართველოს" წევრებსა და სხვადასხვა დელეგაციებს შორის. „ერევნის დიალოგი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, შევიმუშაოთ ერთობლივი რეგიონული მიდგომები და გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები. ასევე, ჩვენი გუნდის - „ჯერ საქართველოს" ამოცანაა ღონისძიების ფარგლებში გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური კავშირები პარტნიორ სახელმწიფოებთან და მათ პოლიტიკურ წრეებთან" - განაცხადა „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)