|
2026-05-02 17:25:02, 4257 ნახვა
პოლიტიკა
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი, ბაადურ შენგელია წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. "შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა. ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შენგელიამდე აღნიშნულ თანამდებობას რომან ქარცივაძე იკავებდა. ახლა ის სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)