|
2026-05-01 10:34:42, 2361 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ. იწყება თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე აღსრულება. „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით, 1-ლი მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება შეიზღუდა. მათ კანონიერად დასაქმებისთვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება სჭირდებათ. ახალი წესებით, ადგილობრივი დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, გამოცხადებულ ვაკანსიაზე უცხოელის დასაქმების საჭიროება დაასაბუთონ და შესაბამის უწყებებისგან ნებართვა მიიღონ. სრულად აიკრძალა უცხოელების დასაქმება, მაგალითად ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა: გიდები, კურიერები, ტაქსის მძღოლები... აღსანიშნავია, ისიც რომ დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები. მართალია, უცხოელთა დასაქმების ახალი წესი მარტიდან ამოქმედდა, თუმცა, თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ახალი რეგულაციები 2026 წლის 1-ლი მაისიდან აღსრულდება. ანუ მათ ამ თარიღისთვის უნდა მოასწრონ ყველა დოკუმენტის მოწესრიგება. ახალი წესების თანახმად, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტისთვის უკვე ახორციელებდნენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას - არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს - მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამუშავდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)