|
2026-04-29 19:21:59, 5223 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა და რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე საქართველოში არსებულ პროექტ "მეხსიერების მატარებლის" მონაწილეებთან და თანამემამულეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამხედრო მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობაში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს. სექციის განცხადებით რუსეთისა და ბელორუსის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა კუკიის სასაფლაო 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის მოახლოების გამო დაასუფთავეს. "საბჭოთა მებრძოლთა სამარხების ადგილებზე წესრიგისა და სისუფთავის ერთობლივად შენარჩუნება ჩვენი საერთო ვალია. ეს არა მხოლოდ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მშვიდობა და გვიხსნეს ჩვენ და ჩვენი შთამომავლები XX საუკუნის "ყავისფერი ჭირისგან", არამედ ისტორიული სიმართლის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ასპექტიცაა" - ნათქვამია რუსეთის ინტერესთა სექციის განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)