|
2026-04-29 13:00:52, 4368 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში 2026 წლის საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა. აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით დაასახელა. გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. „ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დღეს კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აღარ არის აბსტრაქტული საკითხები, არამედ იქცა ყოველდღიურ გამოწვევად. სირთულეების მიუხედავად, რეგიონში არსებული ფინანსური ინსტიტუტები ავლენენ მნიშვნელოვან ლიდერობას და ახორციელებენ ინოვაციურ ინიციატივებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით - მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკის განვითარებასა და მდგრადობაზე დაფუძნებული ბიზნეს-პრინციპების დანერგვას. ეს პროცესი მოიცავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ინიციატივებს, არამედ გულისხმობს მდგრადობის უფრო ფართო გაგებასაც, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ბიზნესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში. “Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო – “2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” – ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა – ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, – აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი. მდგრადი დაფინანსების ჯილდო გადაეცათ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Ameriabank (სომხეთი) და სხვა. მსოფლიოში საუკეთესო ბანკად მდგრადი დაფინანსების მიმართულებით კი Societe Generale დასახელდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)